Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში კორონავირუსის 2000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა


საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 4233 ახალი შემთხვევიდან თითქმის ნახევარი თბილისიდანაა. ინფიცირების მაღალი მაჩვენებლებია აჭარასა და იმერეთში.

რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასეთია:

  • თბილისი - 1924,
  • აჭარა - 591,
  • იმერეთი - 518,
  • ქვემო ქართლი - 200,
  • შიდა ქართლი - 185,
  • გურია - 107,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 222,
  • კახეთი - 270,
  • მცხეთა-მთიანეთი - 92,
  • სამცხე-ჯავახეთი - 97,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 38 პაციენტი. ბოლო 24 საათში 1934-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 16 852 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 542 639 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 171 908.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 432 903 შემთხვევა. მათგან 390 827 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5948 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG