Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიჭრნენ სამოქალაქო პირები


4 აგვისტოს, დილით, ქაბულში, ავღანეთის სადაზვერვო უწყების შენობასთან აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც დაიჭრნენ ორი სამოქალაქო პირი და უსაფრთხოების ერთი თანამშრომელი - იუწყება პოლიცია დეტალების დაკონკრეტების გარეშე.

უსაფრთხოების ეროვნული კომიტეტის (NDS) სიახლოვეს მომხდარ აფეთქებას რამდენიმე საათით უსწრებდა სინ მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქება ქაბულის დიპლომატიურ უბანთან, რის შედეგადაც დაიღუპა რამდენიმე ადამიანი, თავდამსხმელთა ჩათვლით. 10 ადამიანის დაჭრა გამოიწვია კიდევ სხვა აფეთქებამ, რომლის სამიზნეც, როგორც სჩანს, ავღანეთის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

ქაბულში მომხდარი აფეთქებების ამ ახალ სერიაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ექსტრემისტულ ჯგუფს არ უკისრია. თავდასხმების ფონია მთავრობის ძალებს და თალიბანის ექსტრემისტებს შორის ბრძოლა, რომელიც ამჟამად ქვეყნის სამხრეთსა და დასავლეთში, რამდენიმე პროვინციულ დედაქალაქში და მათ გარშემო მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG