საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 38 პაციენტი.
სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 41 885 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 3670 შემთხვევა.
დადებითობის მაჩვენებელია:
- დღიური - 8.76%;
- ბოლო 7 დღის - 8.67%;
- ბოლო 14 დღის - 7.85%.
ბოლო დღე-ღამეში 2626-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 20 845 ადამიანი. ეს ვაქცინაციის დაწყების შემდეგ აცრის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. 15 მარტიდან გაკეთებულია 564 691 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 178 077.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 436 573 შემთხვევა. მათგან 393 453 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5986 ადამიანი.