Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კასპის მუნიციპალიტეტში კაცი მოკლეს, დაჭრილია ორი პირი


კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შელაპარაკება თანასოფლელებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა.

მოკლულია 50 წლამდე მამაკაცი გიორგი გაბაძე. ის სოფელ ნოსტეს მკვიდრია.

ჩხუბში მონაწილე ორი პირი ცივი იარაღით არის დაჭრილი. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი. ამ დროისათვის ჩხუბში მონაწილე პირები დაკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლითაა გამოძიება დაწყებული. „მკვლელობაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ შსს-ში.

XS
SM
MD
LG