Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში 23 წლის პაციენტი კოვიდით გარდაიცვალა


ჰოსპიტალ "ბაუში", სადაც ახალგაზრდა ქალს მკურნალობდნენ, აცხადებენ, რომ პაციენტი ფილტვების დაზიანების შედეგად გარდაიცვალა; მას მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა, ხოლო კლინიკაში შესვლის მიზეზი ნეიროქირურგიული ოპერაციის გართულება გახდა.

23 წლის ქალი "ბაუში" 24 ივლისს შეიყვანეს. პირველ დღეს გაკეთებული ტესტით კორნავირუსი არ დაუდგინდა, შემდეგ დღეებში კი ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. კლინიკის პრესსამსახურის ცნობით, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო და ის 6 აგვისტოს გარდაიცვალა.

პაციენტს არ ჰქონდა გაკეთებული კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა.

აჭარაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 620 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 223 პაციენტი.

ბათუმის კლინიკებში ამჟამად მკურნალობს 761 პაციენტი. მათგან, მძიმე მდგომარეობით, მართვით სუნთქვაზეა 19 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში რჩება 1 036 ადამიანი, ხოლო ბინაზე ონლაინ კლინიკის საშუალებით მკურნალობს კიდევ 2 752.

Stopcov.ge-ზე 7 აგვისტოს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში COVID-19-ის 4 216 ახალი შემთხვევა აღირიცხა. გუშინ ეს მაჩვენებელი 3 780 იყო, 41907 ტესტის ჩატარების ფონზე.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 38 პაციენტი. პანდემიის დაწყების შემდეგ გარდაცვლილთა საერთო რიცხვი საქართველოში 6 054-ს გაუტოლდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG