Accessibility links

site logo site logo

პარიზში 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ყოფილი საბჭოთა დისიდენტი არინა გინზბურგი


დისიდენტები არინა და ალექსანდრ გინზბურგები. პარიზი, 1982 წელი

6 აგვისტოს, პარასკევს პარიზში გარდაიცვალა საბჭოთა დისიდენტი და უფლებადამცველი, არინა გინზბურგი, ასევე ცნობილი საბჭოთა დისიდენტის, ალექსანდრ გინზბურგის (1936-2002) მეუღლე.

1968 წლიდან მოყოლებული ფილოლოგმა არინა გინზბურგმა მონაწილეობა მიიღო „ოთხთა პროცესის“ (გინზბურგის, გალანსკოვას, დობროვოლსკისა და ლაშკოვას) გარშემო პეტიციის კამპანიის ორგანიზებაში. აქვეყნდებდა სტატიებს სამიზდატში, ავტორია კრებულების „ერთი შიმშილის ისტორია“ და „კალუგა, 1978 წლის ივლისი“. არინა გინზბურგი მონაწილეობდა პოლიტპატიმრების დახმარების ორგანიზებაში, 1977-1980 წლებში იყო პოლიტპატიმრების დახმარების ფონდის განმკარგულებელი.


დისიდენტური მოღვაწეობის გამო არინა გინზბურგი განიცდიდა საბჭოთა რეჟიმის მხრიდან დევნას - აუკრძალეს პედაგოგიური საქმიანობა, ქმრის, ალექსანდრ გინზბურგის საქმის ფარგლებში რამდენჯერმე გაჩხრიკეს და მიუსაჯეს შიდა პატიმრობა.

ქვეყნიდან გაძევებული ქმრის, ალექსანდრ გინზბურგის კვალდაკვალ, 1980 წელს არინა გინზბურგი იძულებული გახდა დაეტოვებინა საბჭოთა კავშირი. დისიდენტი ცოლ-ქმარი ცხოვრობდნენ პარიზში, სადაც არინა გინზბურგი 1987-1997 წლებში მუშაობდა გაზეთ „რუსკაია მისლის“ მთავარი რედაქტორის მოადგილედ, რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ (1982-1990) ევროპულ კორესპონდენტად.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG