Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ რვა მედალი მოიპოვა "ტოკიო - 2020"-ზე


ლაშა ტალახაძე, ანტონ პლესნოი
ლაშა ტალახაძე, ანტონ პლესნოი

ქართველმა სპორტსმენებმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა რვა მედლით დაასრულეს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ოლიმპიადაზე ნაჩვენები საუკეთესო შედეგია, მედლების რაოდენობის მხრივ.

ორი ოქრო, ხუთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო - ასეთია საქართველოს დელეგაციის საერთო მონაგარი. ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ძიუდოისტი ლაშა ბექაური და ძალოსანი ლაშა ტალახაძე. ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ: ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი (სამივე ძიუდო), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა). ანტონ პლესნოი (ძალოსნობა) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

დღეს, საპრიზო სამეულისთვის ბოლო ორი ქართველი სპორტსმენი იბრძოდა, მაგრამ... თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე და კარატისტი გოგიტა არქანია საპრიზო სამეულს მიღმა დარჩნენ.

"ტოკიო - 2020"-ის დახურვის ცერემონიალი 8 აგვისტოს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG