Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომის წლისთავი „გვახსენებს "ნაციონალური მოძრაობის" ღალატს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ“ - კობახიძე


საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლი კობახიძე ეხმიანება რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავს და მაშინდელ ხელისუფლებას მოღალატეს უწოდებს.

„ეს დღე [ომის წლისთავი] გვახსენებს ნაციონალური მოძრაობის ღალატს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელმაც რუსეთს ჩვენი ორი ისტორიული კუთხის ოკუპაციის საშუალება მისცა და ეს ოკუპაცია თავისივე ხელმოწერით გაუფორმა“, - წერს კობახიძე საკუთარ ფეისბუკზე და ამატებს: „უნდა გვახსოვდეს ნაციონალური მოძრაობის ღალატი, რომ გავუფრთხილდეთ სამშობლოს და მისი გაყიდვის შესაძლებლობა აღარასდროს აღარავის მივცეთ!“

„ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც და „ანტისახელმწიფოებრივ პროვოკაციაში“ დასდო ბრალი.

ხელისუფლების გაჟღერებულ პოზიციას ფეისბუკზე უპასუხა ხატია დეკანოიძემ „ნაციონალური მოძრაობიდან“ და დაწერა, რომ ომის შეფასებაში მხოლოდ კრემლისა და საქართველოს ხელისუფლების პოზიციები ემთხვევა.

„მთელი ცივილიზებული სამყარო ერთსულოვანია რუსეთის აგრესიის შეფასებაში. მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება და კრემლია ამ პოზიციაზე“, – წერს დეკანოიძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG