Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ებრაჰიმ რაისიმ ირანის ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა დასავლეთის სანქციების ქვეშ მყოფი სტრუქტურის ხელმძღვანელი


მოჰამად მოხბერი
მოჰამად მოხბერი

ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ თავის პირველ ვიცე-პრეზიდენტად აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფი მძლავრ სახელმწიფო კონგლომერატ "სეთადის" ხელმძღვანელი მოჰამად მოხბერი, დანიშნა

"სეთადი", ანუ იმამ ხომეინის ბრძანებების შესრულება, ირანის ისლამური რესპუბლიკის ფუძემდებლის, აიათოლა ხომეინის საპატივცემულოდ ეწოდა კონგლომერატს, რომელიც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს შავ სიაშია შეტანილი. "სეთადი" 1980-იანი წლების ბოლოს შეიქმნა 1979 წლის ირანის ისლამური რევოლუციის დროს კონფისცირებული კერძო საკუთრების სამართავად.
ვაშინგტონის თანახმად „სეთადი ფლობს წილებს ირანის ეკონომიკის ყველა სექტორში: მათ შორის ენერგეტიკაში, ტელეკომუნიკაციებსა და ფინანსური მომსახურების სფეროებში“.

მისმა ერთ-ერთმა შვილობილმა კომპანია „ბარეკათ ფოუნდეიშენმა“ ირანში COVID-19-ის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინის პროექტი შეიმუშავა, რომელმაც ივნისში იარნის ჯანდაცვის უწყების მხრიდან უსწრაფესად მოიპოვა მხარდაჭერა.


მოჰამად მოხბერი, რომელსაც საერთაშორისო სამართალის დოქტორის ხარისხი აქვს, „სედათის“ ხელმძღვაბნელად ირანის უზენაესმა ლიდერმა, აითოლა ალი ხამენეიმ დანიშნა.

მოელიან, რომ პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი თავის ოთხწლიანი მმართველობის პერიოდში ულტრაკონსრვატორების ბანაკს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG