Accessibility links

site logo site logo

ლუკაშენკა ქედმოუხრელ პოზიციაზე რჩება, ოპოზიცია ზეწოლის გაძლიერების მოწოდებით გამოდის


ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა ქედმოუხრელ პოზიციას გამოხატავს იმ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ წლისთავზე, რომელსაც ოპონენტები გაყალბებულად მიჩნევენ და რასაც ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვიატლანა ციხანოუსკაია არჩევნების წლისთავზე გამოვიდა ლუკაშენკას რეჟიმისთვის დამატებითი სანქციების დაწესების მოწოდებით.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან, გაბრიელიუს ლანდსბერგისთან ერთად ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, ციხანოუსკაიამ თქვა, რომ ბელარუსში შექმნილი კრიზისის გადალახვას შესაძლებელს გახდის მხოლოდ ყველა ქვეყნის ერთიანი, კოორდინირებული პოზიცია სანქციების და ლუკაშენკას რეჟიმზე ზეწოლის გაზრდის საკითხების მიმართ.

სხვაგან, ციხანოუსკაიამ მედიას უთხრა, რომ ბელარუსის ოპოზიცია გამოდის "რეჟიმის დანაშაულთათვის საერთაშორისო ტრიბუნალის" ორგანიზების მოწოდებით და "მუშაობს მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის გამართვაზე ბელარუსის კრიზისის გადასაჭრელად".

პრესკონფერენციაზე გამოსვლისას ლუკაშენკამ დაიცვა 2020 წლის 9 აგვისტოს ჩატარებული არჩევნები და ოპოზიციას "გადატრიალების" მომზადებაში დასდო ბრალი.

ოპოზიცია აცხადებს, რომ შარშანდელი არჩევნები გაყალბდა და მისი რეალური გამარჯვებული იყო ციხანოუსკაია - რომელიც თავს ლიეტუვას აფარებს მას შემდეგ, რაც ლუკაშენკას რეჟიმმა რეპრესიებს მიმართა პროდემოკრატიული დემონსტრანტების წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG