Accessibility links

site logo site logo

თბილისში კორონავირუსის 2600 შემთხვევაა, აჭარაში - 678, იმერეთში - 649


საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 5697 ახალი შემთხვევიდან თითქმის ნახევარი კვლავ თბილისიდანაა. თბილისთან ერთად ინფიცირების მაჩვენებელი გაზრდილია აჭარასა და იმერეთში.

რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება:

  • თბილისი - 2600;
  • აჭარა - 678;
  • იმერეთი - 649;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 363;
  • კახეთი - 359;
  • შიდა ქართლი - 289;
  • ქვემო ქართლი - 254;
  • მცხეთა-მთიანეთი - 191;
  • გურია - 170;
  • სამცხე-ჯავახეთი - 103;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 41.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 54 პაციენტი. ბოლო 24 საათში 2713-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG