Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანატოლი ბიბილოვმა ქორეოგრაფებს წოდებები ჩამოართვა


ანატოლი ბიბილოვი
ანატოლი ბიბილოვი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 10 აგვისტოს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც "სამხრეთ ოსეთის დამსახურებული არტისტის", "სამხრეთ ოსეთის სახალხო არტისტის" და "სამხრეთ ოსეთის დამსახურებული კულტურის მოღვაწის“ წოდებები დაკარგეს ე.წ სახელმწიფო ანსამბლ "სიმდის" მთავარმა ქორეოგრაფმა ტამერლან მურაცევმა და ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა როდიონ გულაროვმა.

„ძალადაკარგულად ჩაითვალოს: სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2010 წლის 13 მაისის ბრძანებულება N83, იმ ნაწილში, რომელიც ეხება „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მოღვაწის“ საპატიო წოდების მინიჭებას ტამერლან მურაცევისთვის. ასევე ძალადაკარგულად ითვლება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2014 წლის 7 მაისის ბრძანებულება N106, იმ ნაწილში, რომელიც ეხება „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახალხო არტისტის" საპატიო წოდების მინიჭებას თამერლან მურაცევისთვის და ასევე როდიონ გულაროვისთვის "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის" საპატიო წოდების მინიჭებას", - ნათქვამია დე ფაქტო პრეზიდენტის ბრძანებულებაში, რომელიც ხელმოწერისთანავე ამოქმედდა.

როგორც დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოსურ სააგენტო "რესს" განუმარტეს, ანსამბლის ლიდერებმა დაკარგეს წოდება სახელმწიფო ანსამბლ "სიმდის" გასტროლის ჩაშლის გამო. როდიონ გულაროვი ანსამბლ „სიმდს“ 2019 წლის აგვისტოდან ხელმძღვანელობდა. ოსური მედია არ ავრცელებს ინფორმაციას, რომელ ტურნეში არ წავიდა ანსამბლი და რა იყო ამის მიზეზი.

XS
SM
MD
LG