Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო ტელევიზიამ რამზან კადიროვი თუთიყუშის ვიდეოსთვის დააჯილდოვა


ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა 45 ათასი რუბლის ოდენობის ჯილდო მიიღო სახელმწიფო ტელეარხ „გროზნისგან“. ამის შესახებ ტელეკომპანიის ვებსაიტი იტყობინება.

არხი იუწყება, რომ კადიროვი არაერთხელ ყოფილა მობილური რეპორტიორის როლში და მათთვის გაუგზავნია „ექსკლუზიური რეპორტაჟები ძნელად მისადგომი ადგილებიდან, ისინი ხშირად ექსტრემალურ პირობებში იყო გადაღებული“. აღნიშნულია, რომ რეგიონის მეთაური დააჯილდოვეს „ხარისხიანი მასალისთვის, ნაყოფიერი მუშაობისთვის და აქტიური დახმარებისთვის რეგიონში მიმდინარე მოვლენების გაშუქების საქმეში“.

ტელეკომპანიაში განსაკუთრებით აღნიშნეს ვიდეო, რომელიც კადიროვმა თავის ბაღში მობინადრე თუთიყუშსა და სხვა ცხოველებს გადაუღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG