Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბები აცხადებენ, რომ ხელთ იგდეს ყანდაარი და ჰერათი, სიდიდით მეორე და მესამე ქალაქები


თალიბები ღაზნის ერთ-ერთ ქუჩაზე

ექსტრემისტული დაჯგუფება თალიბანი აცხადებს, რომ მისმა სამხედრო ძალებმა ხელთ იგდეს ქვეყნის სიდიდით მეორე და მესამე ქალაქი დედაქალაქ ქაბულის შემდეგ, სამხრეთში მდებარე ყანდაარი და დასავლეში - ჰერათი.

სააგენტო ფრანს პრესი ოფიციალურ წაყროებზე დაყრდობით სამთავრობო ძალების ქალაქ ჰერათიდან უკან დახევის შესახებ იუწყება.

სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეოზე სავარაუდოდ ჩანს თალიბი სამხედროები ყანდაარის ცენტრში და ასევე სავარაუდოდ სამთავრობო ჯარების უკუქცევა, რასაც არ ადასტურებს ავღანეთის ხელისუფლება. ქაბულის თანხმად ქალაქში ბრძოლები კვლავ გრძელდება.

დღესვე, უფრო ადრე, თალიბანმა 12 აგვისტოს კონტროლი დაამყარა ქვეყნის მე-10 პროვინციის, ღაზნის, ამავე სახელწოდების დედაქალაქ ღაზნიზე, რომელიც ქაბულიდან სამხრეთ-დასავლეთით 150 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და თალიბებს პრაქტიკულად გზას უხსნის ავღანეთის დედაქალაქისკენ.

ღაზნის აღების შემდეგ თალიბანი ავღანეთის 34 პროვინციიდან მესამედს აკონტროლებს. იმ ფონზე, როცა ავღანეთში თალიბანის შეტევის შედეგად ბევრი ტერიტორია მოექცა ექსტრემისტთა კონტროლის ქვეშ, 12 აგვისტოს ყატარში გრძელდებოდა თალიბანსა და ავღანეთის მთავრობას შორის ორი დღის წინ დაწყებული მოლაპარაკება,

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG