Accessibility links

site logo site logo

თბილისში კორონავირუსი 2000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, აჭარაში 800-ზე მეტს


საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 5359 ახალი შემთხვევიდან ყველაზე დიდი წილი კვლავ თბილისზე მოდის. მაღალი მაჩვენებლებია აჭარასა და იმერეთშიც.

რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება:

  • თბილისი - 2187,
  • აჭარა - 813,
  • იმერეთი - 698,
  • ქვემო ქართლი - 270,
  • შიდა ქართლი - 307,
  • გურია - 92,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 335,
  • კახეთი - 372,
  • მცხეთა-მთიანეთი -148,
  • სამცხე-ჯავახეთი - 102,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 35.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 42 პაციენტი. 1 აგვისტოდან გარდაცვლილია 501.

ბოლო 24 საათში 2726-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში, 12 აგვისტოს აიცრა 25 432 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 741 353 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 225 053.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 471 685 შემთხვევა. მათგან 415 146 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 6321 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG