Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში სამგზავრო ავტობუსში მომხდარი აფეთქების შედეგად მეორე ადამიანი გარდაიცვალა


რუსეთის ქალაქ ვორონეჟში სამგზავრო ავტობუსში მომხდარი აფეთქების შედეგად მეორე ადამიანი გარდაიცვალა. აფეთქება 12 აგვისტოს საღამოს მოხდა და 18 ადამიანი დაშავდა, მათგან რამდენიმე - მძიმედ.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და უშიშროების თანამშრომლები. მათი თქმით, ავტობუსის ნამსხვრევების შემოწმებამ ვერ გამოავლინა სავარაუდო ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი.

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ვარაუდობენ, რომ აფეთქება გამოიწვია ავტომანქანაში დამონტაჟებულმა გაზის ბალონმა.

გამოძიება მიმდინარეობს უსაფრთხოების ზომების შესაძლო დარღვევის თაობაზე.

მაგრამ კომპანიამ, რომელსაც ავტობუსი ეკუთვნის, განაცხადა, რომ მისი ყველა სატრანსპორტო საშუალება მხოლოდ დიზელის საწვავზე მუშაობს.

ავტობუსი აფეთქდა იმ დროს, როდესაც გაჩერებაზე იდგა და მგზავრები მასში სხდებოდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG