Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში COVID-19-ით ერთ დღე-ღამეში გარდაცვლილთა ახალი სარეკორდო მაჩვენებელი აღირიცხა


რუსეთში უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით დაღუპულთა ახალი სარეკორდო მაჩვენებელი აღირიცხა. 14 აგვისტოს დაავადებით გარდაიცვალა 819 ადამიანი. სარეკორდოდ მაღალი იყო წინა დღით გარდაცვლილთა რიცხვიც - 815. მას შემდეგ, რაც რუსეთში კორონავირუსის ინფექციის გავრცელებამ მკვეთრად მოიმატა ივლისში, სიკვდილიანობაც მატულობს. ხელისუფლების თანახმად, ამის მიზეზია უფრო გადამდები დელტა ვარიანტი და ვაქცინაციის ნელი ტემპი.

13 აგვისტოს მოსკოვმა განაცხადა, რომ დედაქალაქში სიკვდილიანობა 70%-ით უფრო მაღალია, ვიდრე პანდემიამდე, 2019 წელს და 60%-ით უფრო მაღალი, ვიდრე შარშან წელიწადის ამავე დროს.

ივლისში მოსკოვში 17237 ადამიანი ემსხვერპლა პანდემიას, რაც ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელია. მოსკოვის ჯანდაცვის განყოფილების თანახმად, ჭარბი სიკვდილიანობის უდიდესი ნაწილი კორონავირუსის პანდემიითაა გამოწვეული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG