Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა თამაზ კვაჭანტირაძე


15 აგვისტოს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მეცნიერი, ფილოლოგი, ტელეწამყვანი და პოლიტიკოსი თამაზ კვაჭანტირაძე. ის იყო ღირსების ორდენის, საქართველოს სახელმწიფო პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 1978-1990 წლებში რედაქტორობდა ჟურნალს „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“. მისი ავტორობით გამოიცა წიგნები: „მსგავსებითი შედარება ქართულში“, „ჰა ბურთი, ჰა მოედანი“ და „მოგზაურობა სასიტყვეთში“.

1993-1998 წლებში თამაზ კვაჭანტირაძეს საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრის პოსტი ეკავა. 2008-2012 წლებში კი საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრად აირჩიეს. ის საარჩევნო ბლოკ „გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატებს“ წარმოადგენდა.

XS
SM
MD
LG