Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში 7 წუთში 2 მიწისძვრა მოხდა


დღეს დილით, 7 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 24 კილომეტრში, სოფელ სამებასთან.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 05:44 საათზე დააფიქსირეს 5.1, ხოლო 05:51 საათზე 3.2 მაგნიტუდის მიწისძვრები.

სოფელ სამებასთან 4.1 მაგნიტუდის მიწისძვრა იყო 03:19 საათზეც. ამავე რაიონში 3.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა შუაღამემდეც, თბილისის დროით 23:42 საათზე.

აგვისტოს დასაწყისიდან სოფელ სამებასთან უკვე 13 მიწისძვრა მოხდა, ბოლო ორ თვეში კი 30-ზე მეტი. მათგან ყველაზე ძლიერი 5.1 მაგნიტუდის, დღევანდელი დილის იყო.

ივლისის დასაწყისში, რადიო თავისუფლებას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრში განუცხადეს, რომ ერთი და იგივე ადგილას დაფიქსირებული მიწისქვეშა ბიძგები „რაიმე განსაკუთრებულის მიმანიშნებელი არ არის“.

XS
SM
MD
LG