Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ 500 მილიონს დახარჯავს ავღანელი ლტოლვილების გადაუდებელი დახმარებისთვის


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტს მისცა უფლება ლტოლვილების და მიგრანტების გადაუდებელი დახმარების ფონდიდან 500 მილიონი დოლარი განკარგოს ავღანელი ლტოლვილების დასახმარებლად.

თეთრი სახლის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტით, თანხა განკუთვნილია ლტოლვილების, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულების და სხვა პირებისთვის, რომლებიც ავღანეთში შექმნილი სიტუაციის გამო საფრთხეში აღმოჩნდნენ.

მას შემდეგ, რაც ექსტრემისტულმა დაჯგუფება თალიბანმა 20 წლის წინ დაკარგული ძალაუფლება დაიბრუნა, ავღანეთიდან გაქცევას ცდილობს ათასობით ადამიანი. თალიბებმა ავღანეთის სამთავრობო ძალებზე ინტენსიური შეტევა ივლისის ბოლოდან დაიწყეს და 15 აგვისტოს კონტროლი დაამყარეს დედაქალაქ ქაბულზეც. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა.

"თალიბანმა", რომლის რეჟიმი 2001 წელს დაემხო ნატოს საერთაშორისო ოპერაციის შედეგად, ძალაუფლება დაიბრუნა მას შემდეგ, რაც ქვეყნიდან გასვლა დაიწყეს საერთაშორისო კოალიციურმა ძალებმა აშშ-ის მეთაურობით. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის საბოლოო გადაწყვეტილება ამ გაზაფხულზე მიიღო, რის შემდეგაც "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" ჩართული სამხედროები გაიწვიეს ნატოს სხვა სახელმწიფოებმაც და ალიანსის პარტნიორმა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ. შესაბამისად, დასრულდა ავღანეთში 20-წლიანი საერთაშორისო მისია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG