Accessibility links

site logo site logo

მოსკოვის ოლქში ჩამოვარდა ახალი მსუბუქი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის საცდელი მოდელი


17 აგვისტოს მოსკოვის ოლქში ჩამოვარდა ახალი მსუბუქი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის, IL-112V-ის საცდელი მოდელი. წინასწარი მონაცემებით, მასში იმყოფებოდა სამი ადამიანი, რომლებიც სავარაუდოდ ვერ გადარჩნენ.

თვითმფრინავი საწვრთნელი ფრენისას ჩამოვარდა, როცა ის კუბინკის აეროპორტში დაჯდომისთვის ემზადებოდა. გამოცემა Baza აქვეყნებს ვიდეოს, რომელზეც აღბეჭდილია ფრენის უკანასკნელი წამები. ვიდეოში ჩანს, რომ თვითმფრინავის მარჯვენა ძრავას ცეცხლი გაუჩნდა, რის შემდეგაც მან წონასწორობა დაკარგა და მიწას დაენარცხა.

რუსეთის გაერთიანებულმა ავიამშენებელმა კორპორაციამ (OAK) განაცხადა, რომ ეს IL-112V-ის ერთადერთი ექსპერიმენტული ეგზემპლარი იყო.

OAK-ის თანახმად, ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები. ეკიპაჟის ბედი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

Il-112V პირველი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავია, რომელიც „ნულიდან“ შეიქმნა პოსტსაბჭოთა პერიოდში. მასზე მუშაობა 1990-იან წლებში დაიწყო, მაგრამ დაფინანსების პრობლემების გამო გაჭიანურდა.

დაგეგმილი იყო თვითმფრინავის ჩვენება საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკურ ფორუმზე, რომელიც 22-28 აგვისტოს იმართება მოსკოვის ოლქში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG