Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნარკოტიკული ნივთიერების კონტრაბანდის ბრალდებით ცხინვალთან სამი პირი დააკავეს


ცხინვალი
ცხინვალი

ოკუპირებული ცხინვალის გასასვლელთან სამი მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც ნარკოტიკული ნივთიერების კონტრაბანდა ედებათ ბრალად. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ნარკოკონტროლის და უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებმა ცხინვალის გასასვლელში გააჩერეს „ვაზ 2109" მარკის ავტომანქანა. მისი შემოწმებისას, ერთ-ერთი მგზავრის, 30 წლის ქალის ტყავის ჩანთაში აღმოჩნდა პოლიეთილენის ორი პაკეტი, თეთრი ფხვნილით.

გამოძიების ვერსიით, აღმოჩენილი ფხვნილი ნარკოტიკულ ნივთიერება მეტილეფედრინს შეიცავდა. აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში. დაკავებულია ავტომანქანის მძღოლი და კიდევ ორი ადამიანი. ყველა რუსეთის მოქალაქეა და მათ მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG