Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სექტემბრის არჩევნების წინ, რუსეთმა "უცხოეთის აგენტის" სტატუსი შეუფარდა დამოუკიდებელ სადამკვირვებლო ორგანიზაციას


გრიგორი მელკონიანცი, "გოლოსის" თანათავმჯდომარე
გრიგორი მელკონიანცი, "გოლოსის" თანათავმჯდომარე

არჩევნებზე დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, "გოლოსი" აცხადებს, რომ რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მას "უცხოეთის აგენტის" სტატუსი შეუფარდა - რაც, სავარაუდოდ, წინაღობას შეუქმნის ჯგუფის მუშაობას მომავალ თვეში დანიშნულ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, "გოლოსი" მან "უცხოეთის აგენტების" სიაში ამომრჩეველთა უფლებების დაცვის მიზნით შეიტანა - იუწყება სააგენტო ინტერფაქსი 18 აგვისტოს. თებერვალში გამოცხადდა, რომ სამინისტრო ქმინდა "უცხოეთის აგენტების" კიდევ ერთ სიას ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც არ აქვთ გავლილი რეგისტრაცია, არ აქვთ საზოგადოებრივი ორგანიზაციების იურიდიული ფორმა, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ და რუსეთში პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან. მანამდე სამინისტროს ორი ასეთი სია ჰქონდა - რეგისტრირებული არაკომერციული ორგანიზაციებისთვის და მედიასაშუალებებისთვის.

"გოლოსი" დეტალურად აღწერდა დარღვევებს წინა არჩევნებზე, მათ შორის 2011 წლის საპარლამენტო კენჭისყრაზე, როცა მმართველი პარტიის, ერთიანი რუსეთის სასარგებლოდ გაყალბების ეჭვებმა ბიძგი მისცა მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს, და 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელმაც ვლადიმირ პუტინი კრემლში დააბრუნა, პრემიერ-მინისტრის რანგში ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ.

"გოლოსის" თანათავმჯდომარემ, გრიგორი მელკონიანცმა სააგენტო ინტერფაქსთან საუბარში ეს ნაბიჯი შეაფასა "თავდასხმად არჩევნებზე დამოუკიდებელი დამკვირვებლების ყველაზე დიდ თემზე". მელკონიანცი აცხადებს, რომ "გოლოსი", რომელიც დამკვირვებლებს წვრთნის და საარჩევნო დარღვევების აღრიცხვისთვის ცხელ ხაზს ამუშავებს, გააგრძელებს მუშაობას.

მთავრობის კრიტიკოსები თვლიან, რომ "უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონს სულ უფრო ხშირად იყენებენ დამოუკიდებელი ჯგუფების წინააღმდეგ, არჩევნების წინ.

XS
SM
MD
LG