Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ოცნებამ" თანამდებობიდან გადააყენა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე 


ლევან ონიანი
ლევან ონიანი

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი თანამდებობიდან გადააყენეს 19 აგვისტოს გამართულ საგანგებო სხდომაზე, მას შემდეგ, რაც 12 აგვისტოს ონიანმა "ქართული ოცნება" დატოვა და სახალხო პარტიას შეუერთდა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძემ კენჭისყრამდე თქვა, რომ ონიანის მიმართ უნდობლობის საკითხი "ქართული ოცნების" უმრავლესობამ დასვა და მისივე მოთხოვნით სხდომა მოიწვია.

" ლევან ონიანმა ჩვენთან შეუთანხმებლად მიიღო "ოცნების" დატოვების და სხვა პარტიაში გადასვლის გადაწყვეტილება. ჩვენ არ გვქონდა მორალური უფლება მისი გადაყენება არ მოგვეთხოვა ", - თქვა ქავთარაძემ.

ფარული კენჭისყრით ლევან ონიანის გადაყენებას მხარი დაუჭირა 16-მა წევრმა, წინააღმდეგი იყო ორი. "ნაციონალური მოძრაობის" სამკაციან ფრაქციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

კენჭისყრის შემდეგ ონიანმა გაკვირვება გამოთქვა საკრებულოს კონსერვატორი წევრების მიმართ, რომლებმაც მის წინააღმდეგ ხმა მისცეს. ონიანის თქმით, "კონსერვატიული პარტია" დიდი ხანია "ოცნებასთან" კოალიციაში არ არის. მან ასევე გაკვირვება გამოთქვა საკრებულოს კიდევ ორი წევრის გადაწყვეტილების გამო, რომლებმაც ივლისის ბოლოს გახარიას პარტიას შეუერთდნენ.

რუსთავის საკრებულოში 25 წევრია, უმრავლესობას "ქართული ოცნება" წარმოადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG