Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელებმა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მსვლელობა გამართეს ეროვნული დროშით თალიბანის ძალადობის მიუხედავად


 ავღანელი დემონსტრანტები ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქაბულის ქუჩებში გავიდნენ, 19 აგვისტო, 2021 წელი
ავღანელი დემონსტრანტები ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქაბულის ქუჩებში გავიდნენ, 19 აგვისტო, 2021 წელი

ავღანეთიდან იუწყებიან მსხვერპლის შესახებ მას შემდეგ, რაც ავღანელი დემონსტრანტები ეროვნული დროშის ფრიალით გავიდნენ რამდენიმე ქალაქის ქუჩებში ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად - თალიბანის წინააღმდეგ პირველი მსხვილი სახალხო წინააღმდეგობის გამოხატვის მიზნით - ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც სულ ცოტა, ერთი ადამიანი მოკლეს, როცა რადიკალური ისლამისტი მებრძოლები მსგავს დემონსტრაციას გაუსწორდნენ.

თალიბანის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათ სურთ მშვიდობა და ინკლუზიური მთავრობა - ისლამურ ფასეულობათა ჩარჩოებში - და პირობა დადეს, რომ შურს არ იძიებდნენ ოპონენტებზე - 15 აგვისტოს ქაბულზე კონტროლის მოპოვების შემდეგ, რაც მოჰყვა მათ სწრაფ შეტევას, რის შედეგადაც რიგი ქალაქებისა, ერთმანეთის მიყოლებით, სწრაფად გადავიდა ფუნდამენტალისტური დაჯგუფების ხელში.

თვითმხილველმა Reuters-ს 19 აგვისტოს განუცხადა, რომ თალიბანის მებრძოლებმა ესროლეს დემონსტრანტებს, რომლებიც ავღანეთის სამფერიან ეროვნულ დროშას აფრიალებდნენ დამოუკიდებლობის დღის მიტინგზე და რამდენიმე ადამიანი მოკლეს. არ არის ცხადი, მსხვერპლი სროლის შედეგი იყო თუ პანიკური გაქცევის, რომელიც სროლამ გამოიწვია.

"ასობით ადამიანი გავიდა ქუჩებში", თქვა თვითმხილველმა მოჰამედ სალიმმა. "თავიდან შემეშინდა და არ მინდოდა წასვლა, მაგრამ როცა ჩემი ერთ-ერთი მეზობელი დავინახე, ავიღე დროშა, რომელიც სახლში მაქვს, და მეც შევუერთდი".

პროტეტის შესახებ იტყობინებიან აგრეთვე აღმოსავლეთის ქალაქის, ჯალალაბადისა და ფაქთიის პროვინციის ერთ-ერთი რაიონიდან, მაგრამ ძალადობის შესახებ ცნობები არ გავრცელდა.

წინა დღით, სულ ცოტა, ერთი ადამიანი მოკლეს თალიბანის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებისას ჯალალაბადში მას შემდეგ, რაც მებრძოლებმა შეუტიეს დემონსტრანტებს, რომლებიც, გადმოცემის თანახმად, ცდილობდნენ, დაეშვათ მებრძოლი დაჯგუფების დროშა და ავღანეთის დროშით შეეცვალათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG