Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიცია იძიებს "აფეთქების აქტიურ საფრთხეს" აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობასთან 


აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობის ახლოს რამდენიმე შენობა ევაკუირებულია, რადგან პოლიცია მოლაპარაკებას აწარმოებს სატვირთო მანქანაში მყოფ მამაკაცთან, რომელიც ასაფეთქებელი საშუალებით აფეთქების მოხდენით იმუქრებოდა შემთხვევის ადგილთან ახლოს.

აშშ-ის კაპიტოლიუმის პოლიციამ, 19 აგვისტოს გვიან დილით, გამოაქვეყნა გაფრთხილება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მისი თანამშრომელებმა "ყურადღება მიაქიეს საეჭვო ავტომანქანას, რომელიც კონგრესის ბიბლიოთეკის მახლობლად იმყოფებოდა", და რომ "აფეთქების საფრთხის აქტიური გამოძიება" ხდებოდა.

კაცმა, რომელიც სავარაუდოდ, ეჭვმიტანილი იყო, მუქარათა სერია განახორციელა ფეისბუქის გზით პირდაპირი ჩართვით და ითხოვდა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან დალაპარაკებას.

დღის 1 საათისთვის (21:00 თბილისის დროით) პოლიცია ჯერ კვლავაც ატარებდა გამოძიებას.

გადმოცემის თანახმად, სატირთო მანქანა გაჩერებულია ტროტუარზე, კონგრესის ბიბლიოთეკის შენობის წინ, რომელიც აშშ-ის კაპიტოლიუმისა და უმაღლესი სასამართლოს მახლობლად იმყოფება ქალაქის ცენტრში; და როგორც იუწყებიან, კაპიტოლიუმის უზარმაზარი კომპლექსის რამდენიმე შენობა იქნა ევაკუირებული.

გამომძიებლები, გადმოცემის თანახმად, ცდილობდნენ დაედგინათ, იყო თუ არა სატვირთო მანქანაში მოთავსებული მოწყობილობა მოქმედი ასაფეთქებელი საშუალება და ჰქონდა თუ არა სატვირთო მანქანაში მყოფ მამაკაცს დეტონატორი.

სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ პოლიცია შემთხვევის ადგილზე სნაიპერებს აგზავნის.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ის თვალყურს ადევნებს ვითარებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG