Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ნავალნის მოწამვლის გამო სანქციების ახალი სერიის შესახებ გამოაცხადა


აშშ-მა 20 აგვიტოს დააწესა ახალი სანქციები იმ სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან.

ზომები გამოცხადდა ასევე მათ მიმართ, ვინც მონაწილეობს მილსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობაში.

თეთრი სახლის განცხადებით, საქმე ეხება სერგეი სკრიპალის შემდეგ, ნერვულ-პარალიტიკური გაზის, „ნოვიჩოკის“ კიდევ ერთხელ გამოყენებას, რითაც ირღვევა აშშ-ის კანონი ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ.

ამიტომ აშშ მიმართავს ზომების ორ ტიპს: ერთი ეხება კონკრეტულ პირებს, ხოლო მეორე - სფეროებს.

აშშ-მა აკრძალა რუსეთში იმ საქონლის და ტექნოლოგიების ექსპორტი, რომელიც ეხება ბირთვულ და სარაკეტო მრეწველობას, ასევე შეიზღუდა ცეცხლსასროლი იარაღის გარკვეული ტიპის რუსეთიდან შეტანა. სანქციები დაუწესდა ასევე რუსეთში ცხრა პირს და ორ სამეცნიერო ორგანიზაციას: უშიშროების სამსახურის კრიმინალისტიკის ინსტიტუტს და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მედიცინის კვლევის ინსტიტუტს. კერძო პირები, ვისაც აშშ-მა სანქციები დაუწესა, არიან რუსეთის კრიმინალისტიკის უწყებების და უშიშროების სამასახურის, ასევე კვლევითი ცენტრების მაღალი რანგის წარმომადგენლები, რომელებიც დაკავშირებული არიან ნავალნის მოწამვლასთან.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ ნავალნის მიმართ განხორციელებულ ოპერაციას სახელმწიფოს მხარდაჭერა ჰქონდა.

აღნიშნული პირების აქტივები აშშ-ში გაიყინება და მათთან იკრძალება ყოველგვარი, მათ შორის, აშშ-ის საბანკო სისტემის ურთიერთობა.

მსგავსი სანქციები ნავალნის საქმის გამო დააწესა ასევე დიდმა ბრიტანეთმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG