Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარე რიონში მოზარდის ძებნა ამ დრომდე გრძელდება


აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, მდინარე რიონში დაახლოებით 10 წლის ბიჭს ეძებენ. პროცესში ჩართულები არიან მეხანრე-მაშველები სპეციალური აპარატურით, თუმცა ამ დრომდე ბიჭი ისევ არ უპოვიათ.

შსს-ის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

აბაშის მერიაში აცხადებენ, რომ დაახლოებით 18:00 საათზე მდინარე რიონის სანაპიროზე მოთამაშე ოთხი არასრულწლოვანი მდინარემ გაიტაცა. მათივე ინფორმაციით, მეთევზეებმა სამის გადარჩენა მოახერხეს, მეოთხე ბიჭი კი მდინარემ გაიტაცა.

სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია ორი სამაშველო ჯგუფი, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG