Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვიდი ავღანელი მოკლეს არეულობისას ქაბულის აეროპორტში


ბრიტანეთის არმიის 22 აგვისტოს განცხადებით, შვიდი ავღანელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ქაბულის აეროპორტის გარშემო ქაოსის ვითარებაში, როცა ხალხი ავღანეთიდან გაქცევას ლამობს თალიბანის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ.

AP-მა გაავრცელა ცნობა, რომ ექსტრემისტული გაერთიანების, "ისლამური სახელმწიფოს" ავღანეთში მოქმედი ფრთის მხრიდან საფრთხის არსებობის გამო, ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები იძულებული იყვნენ ქაბულის აეროპორტში სწრაფი დასხდომის საბრძოლო მეთოდისთვის მიემართათ. ამავე ცნობით, სხვა თვითმფრინავები აფრენისას უშვებდნენ მანათობელ რაკეტებს, ჩანს, თერმოსამიზნის მქონე რაკეტების დასაბნევად.

21 აგვისტოს აშშ-ის საელჩომ გაავრცელა გაფრთხილება უსაფრთხეობის მხრივ, რომ ხალხს აეკრძალა აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლის გარეშე ქაბულის აეროპორტში გამგზავრება.

ოფიციალური პირები არ იტყობინებიან უფრო დეტალურად „ისლამური სახელმწიფოსგან“ მომავალი საფრთხის შესახებ, მაგრამ აცხადებენ, რომ ის სერიოზულია.

თავდასხმის დადასტურებული შემთხვევების შესახებ დაჯგუფების მხრიდან, რომელიც ადრე თალიბანს ებრძოდა, არ იტყობინებიან.

აშშ-ის მასმედია იტყობინება, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გააფრთხილა სამოქალაქო ავიახაზები, რომ შეიძლება მათ დაევალოს ავღანეთიდან ხალხის ევაკუირებაში ჩართვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG