Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 2354 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 60 ადამიანი


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში კორონავირუსის 2 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 200 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 60 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 517 098 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 453 488 გამოჯანმრთელდა, 6 831 გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 979 813 ადამიანი, დღიურად აცრილია 17 670.

21 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 803 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 332 პაციენტი, გარდაიცვალა 48 ადამიანი.

23 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 979 813​ აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემებით, 22 აგვისტოს აიცრა 17 670 პირი.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 10,8 პროცენტს შეადგენს. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 10,29 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 10,94 პროცენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 354 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 942 შემთხვევა, აჭარა - 368, იმერეთი - 316, ქვემო ქართლი - 108, შიდა ქართლი - 108, გურია - 64, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 156, კახეთი - 166, მცხეთა-მთიანეთი - 33, სამცხე-ჯავახეთი -75, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 56 753 საიდანაც: 7 400 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 204, აჭარაში - 970, იმერეთში - 1 133.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 557 პირი, მათ შორის, თბილისში - 632, აჭარაში - 149, იმერეთში - 349. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 361 პირი, მათგან თბილისში - 212, აჭარაში - 29, იმერეთში - 37.

3 346 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 557 - თბილისში, 1 193 - აჭარაში.

46 007 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 125 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 118, ხოლო აჭარაში - 7.

სულ 6 ოქტომბრიდან - 22 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 100 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 55 323 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 29 313, პირი, აჭარაში - 6 137, იმერეთში - 4 824.

XS
SM
MD
LG