Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი ავღანელი დაიღუპა ქაბულის აეროპორტთან დაპირისპირებისას, რომელშიც დასავლეთის ძალებიც იყვნენ ჩართულნი


ერთი ავღანელი დაიღუპა და სამი დაიჭრა ქაბულის აეროპორტის ჩრდილოეთით მომხდარი სროლისას, - განაცხადა გერმანიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა. დაპირისპირებაში ჩართულნი იყვნენ აშშ-ისა და გერმანიის შეიარაღებული ძალები, ავღანელი მცველები და შეიარაღებული პირები, რომელთა იდენტიფიცირებაც ჯერ ვერ მოხერხდა. ჯერ უცნობია, თუ რომელ მხარეს წარმოადგენდა დაღუპული ავღანელი - თალიბანის მებრძოლებს თუ აეროპორტის მცველებს. ასევე გაურკვეველია, თუ ვინ გახსნა ცეცხლი - თალიბანს, რომელიც აეროპორტის გარე პერიმეტრს აკონტროლებს, ჯერ ნატოს ძალების მისამართით არ უსვრია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG