ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის დაქვემდებარებაში არსებული სათნოების სახლ "სავანის" იმ ბენეფიციარებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლოთ, ვაქცინაცია ადგილზე ჩაუტარდათ. ბენეფიციარების უმრავლესობა ვაქცინირებულია.
ვაქცინაცია რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მედიკოსთა ჯგუფმა ჩაატარა.
"თავშესაფრის ბენეფიციართა ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან უმრავლესობა ასაკოვანია, ნაწილს კი აქვს ქრონიკული დაავადებები. მათი სრულყოფილად ვაქცინაციისათვის დღეს ამცრელი ბრიგადა ადგილზე მოვიდა. მოხარული ვარ, რომ აქ მცხოვრებთა 95% უკვე აცრილია", - განაცხადა აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.
მანამდე კი, სამედიცინო დაწესებულებაში ვაქცინაცია "სავანის" 60-მა ბინადარმა ჩაიტარა, ისინი უკვე ორი დოზით ვაქცინირებულები არიან.
"მწოლიარე ავადმყოფებია, რომლებიც ვერ გადაჰყავდათ სტაციონარში ასაცრელად, ადგილზე გამოვიძახეთ ბრიგადა და ადგილზე მოხდა ჩვენი მოხუცების ვაქცინაცია. მოხუცთა თავშესაფარში უმრავლესობა აცრილია. ასევე თანამშრომლების უმრავლესობაც აიცრა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვაცინაცია გვიცავს", - თქვა დეკანოზმა იოანე ბარამიძემ.
კორონავირუსის პანდემიის გამო თავშესაფარში 11 ინფიცირებული გარდაიცვალა. 120 მობინადრიდან კორონავირუსი 95%-ს შეხვდა.
დაწერეთ კომენტარი