Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთმა აშშ გააკრიტიკა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნების წინ


ჩინეთი აშშ-ს ადანაშაულებს კორონავირუსის წარმოშობის კვლევის პოლიტიზებაში და უტევს ვაშინგტონს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ დაზვერვის სამსახურების ანგარიშის გამოქვეყნების წინ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იარაღის კონტროლის განყოფილების გენერალურმა დირექტორმა, ფუ კუნგმა, 25 აგვისტოს ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ჩინეთის განტევების ვაცად“ წარმოდგენა ვერ გაამართლებს აშშ-ს და თუ ვაშინგტონს სურს დაუმაბუთებლად დაადანაშაულოს ჩინეთი, მისთვის უკეთესი იქნება ემზადოს კონტრიერიშისთვის.

აშშ-ის დაზვერვას მაისში შეუკვეთა პრეზიდენტმა, ჯო ბაილდენმა, ანგარიში და მისი მიზანი იყო გარკვევა დავაში კორონავირუსის წარმოშობის თეორიების გარშემო. მათ შორის არის თეორია, რომ ვირუსი გავრცელდა ჩინეთის ერთ-ერთ ლაბორატორიაში ავარიის შედეგად. როგორც თეთრი სახლის პრეს-მდივანმა, ჯენ საკიმ განაცხადა, ბაიდენმა უკვე მიიღო ანგარიშის ასლი და დოკუმენტის არასაიდუმლო ვერსია მზადდება გამოსაქვეყნებლად. აშშ-ის ოფიციალური პირების ნათქვამები მოჰყავს მედიას, რომ ანგარიში ვერ იძლევა მტკიცე დასკვნების გაკეთების საშუალებას.

ჩინეთი აცხადებს, რომ თავისი ლაბორატორიიდან ვირუსის გამოჟონვა ნაკლებად სავარაუდოა და გამოთქვამს დაუსაბუთებლად ვერსიას, რომ ვირუსი შეიძლება გაჟონილიყო აშშ-ის არმიის სამხედრო ბაზის ლაბორატორიიდან, რომელიც მერილენდში, ფორტ-დეტრიკში მდებარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG