აშშ-ის ტექნოლოგიური მსხვილი კომპანიები კისრულობენ მილიარდობით დოლარი ჩადონ კიბერ უსაფრთხოებაში მას მერე, რაც აშშ-ის ფირმებზე განხორციელდა ჰაკერთა თავდასხმები, რომელთა მიღმა, სავარაუდოდ, რუსი ჰაკერები იყვნენ.
Microsoft-ი და Google-იმ ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის არიან, რომლებმაც 25 აგვისტოს იკისრეს სახსრების ინვესტირება მას მერე, რაც მათი ხელმძღვანელობა თეთრ სახლში შეხვდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს.
ბაიდენმა, სტუმრებს, როცა გამომძალველი პროგრამების თავდასხმები და თავისი სწრაფვა ახსენა, მოეთხოვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან რუსეთში მოქმედი ჰაკერთა ბანდების ჰაკერების პასუხისგებაში მიცემა, განუცხადა, რომ „ბევრია გასაკეთებელი“ და ამას ფედერალური მთავრობა მარტო ვერ მოახერხებს.
ბაიდენმა ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებს უთხრა, რომ მათ აქვთ „ძალაუფლება, შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ „კიბერუსაფრთხოების თამასა“ აიწიოს.
ბაიდენის ადმინისტრაცია დაბეჯითებით მოითხოვს კერძო სექტორისაგან, რომ მეტი გააკეთოს განსაკუთრებით, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიბერთავდასხმებისგან თავდასაცავად.
ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელმა უთხრა ჟურნალისტებს, რომ ამასწინანდელმა თავდასხმებმა შექმნა მთავრობისა და კერძო სექტორის ყურადღების მიმართულების შეცვლის „გადაუდებლობის და აუცილებლობის შეგრძნება“ . ეს ნიშნავს მთავრობის, ასევე სამრეწველო სფეროს, საკომპიუტერო-საპროგრამო უფრო საიმედო სისტემებით უზრუნველყოფას.