Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაპოვნია პირი, რომლის გატაცების შესახებ ინფორმაცია „ევროპულმა საქართველომ" გაავრცელა


19 წლის ზაქრო ქუსრაშვილი, რომლის სავარაუდო გატაცების შეახებ ინფორმაცია პარტია „ევროპულმა საქართველომ" და მისმა ოჯახის წევრებმა გაავრცელეს, ნაპოვნია. ჯერჯერობით უცნობია, სად იმყოფებოდა ის. უკვე რამდენიმე საათია ზაქრო დედასთან ერთად თელავის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება.

პოლიციაში გამოკითხვაზეა ზაქროს ერთ-ერთი მეზობელი დავით კუპრაშვილიც, თუმცა ამ დროისთვის უცნობია რა სტატუსით მიმდინარეობს მისი გამოკითხვა. ზაქრო ქუსრაშვილის დედამ, ნინო გალახვარიძემ, რომელიც „ევროპული საქართველოს" წევრია, 26 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში განაცხადა, რომ მისი შვილი, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა გაიტაცეას. დედამ მომხდარი მის პოლიტიკურ საქმიანობას დაუკავშირა.

რადიო თავისუფლება თელავში პარტია „ქართული ოცნების წევრს პლატონ კალმახელიძეა ესაუბრა. მისი განცხადებით, პარტიას მომხდართან კავშირი არ აქვს.

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ გატაცებაზე პასუხისმგებლობა „ივანიშვილის რეჟიმს“ დააკისრა.

„ზოგადი ვითარებიდან გამომდინარე და ოჯახის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს შეიძლება, იყოს კავშირში იმ პირებთან, რომლებიც ახლო ურთიერთობაში არიან „ქართული ოცნების“ მანქანასთან და „ქართული ოცნების“ ადგილობრივ ხელისუფლებასთან. სახელდება ვინმე კუპრაშვილის გვარი“, - განაცხადა ბოკერიამ და დაამატა, - „იმ ვითარებაში, რომელშიც შესაძლებელია, რომ კრიმინალურმა ჯგუფებმა, ან კრიმინალური მიდრეკილების მქონე ახალგაზრდებამა დღისით, მზისით გატაცება განახოცრიელონ, არის პირდაპირი პასუხისმგებლობა ივანიშვილის რეჟიმის“.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG