Accessibility links

site logo site logo

კახეთში სეტყვით დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო საწარმო ჩაიბარებს


კახეთის რეგიონში სეტყვით დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო საწარმო "მოსავლის მართვის კომპანია" ჩაიბარებს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ. მისი ინფორმაციით, სახელმწიფო 1 კილოგრამ დასეტყვილ თეთრ ყურძენში 50 თეთრს გადაიხდის, ხოლო საფერავში 1 ლარს.

რთვლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, კახეთის 30-მდე სოფელში დაახლოებით 5000 ათას ჰექტარ ფართობზე ყურძნის, ხეხილისა და ერთწლიანი კულტურების დიდი ნაწილი სრულად განადგურებულია. ასეთი შედეგი მოჰყვა 26 აგვისტოს, საღამოს მოსულ სეტყვას და ძლიერ ქარს. ფერმერთა დიდ ნაწილს მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა.

დღეს სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ირაკლი შიოშვილი და ყვარლის მერი როსტომ სესიაშვილი. მათ დაზარალებულ ფერმერებს უთხრეს, რომ ვისაც მოსავალი დაზღვეული ჰქონდა, ზარალს აუნაზღაურებენ სადაზღვევო კომპანიები, დაუზღვეველ ზიანს კი სახელმწიფო ვერ აანაზღაურებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG