Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ პატივი მიაგეს ქაბულის აეროპორტის ტერაქტის მსხვერპლთ


აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და მისი მეუღლე, პირველი ლედი ჯილ ბაიდენი 29 აგვისტოს ჩავიდნენ დელავერში მდებარე სამხედრო ბაზაზე, რათა პატივი მიეგოთ ქაბულის აეროპორტიდან სამოქალაქო პირების ევაკუაციისას მიმხდარი ტერაქტის დროს დაღუპული 13 ამერიკელი სამხედროს ხსოვნისთვის.

ადგილზე ჩასვლის შემდეგ ბაიდენები შეხვდნენ ტერაქტისას დაღუპული სამხედროების ოჯახების წევრებს. მანამდე, 29 აგვისტოს დელავერის ბაზაზე ჩაფრინდა თვითმფრინავი, რომლითაც დაღუპულთა გვამები ჩაიტანეს.

26 აგვისტოს მომხდარ ტერაქტს ასევე ემსხვერპლა ათობით ავღანელი. ტერაქტი მოხდა აეროპორტთან, სადაც თალიბანის მიერ ავღანეთის დაპყრობის შემდეგ ქვეყნის დატოვების მოსურნე ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი. ტერაქტზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტული გაერთიანების, "ისლამური სახელმწიფოს" ავღანურმა მოკავშირე ჯგუფმა.

ბაიდენმა პირობა დადო, რომ დასჯიდა ტერაქტის მომწყობებს. აშშ-ის არმია აცხადებს, რომ საჰაერო დარტყმისას გაანადგურა "ისლამური სახელმწიფო - ხორასანის" ორი წევრი, 29 აგვისტოს კი დრონით მიიტანა იერიში მანქანაზე, რომლითაც ქაბულში თვითმკვლელი მოიერიშეები გადაადგილდებოდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG