Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: სექტემბრის ბოლომდე კორონავირუსი ალბათ 1 მლნ ადამიანს გადატანილი ექნება


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ვარაუდობს, რომ სექტემბრის ბოლომდე ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს კორონავირუსზე იმუნიტეტი ექნება. აცრის აუცილებლობაზე მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

"ვაქცინაციისკენ ჩვენ ყველას უნდა მოვუწოდოთ. ჩვენ მილიონ ადამიანს ძალიან მალე ავცრით, ალბათ, უახლოეს რამდენიმე დღეში. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ სექტემბრის ბოლომდე 2 მლნ ჩვენი მოქალაქე იყოს აცრილი, აქედან ზოგი იქნება ერთჯერადად, ზოგი ორჯერადად აცრილი. ალბათ, მილიონს უკვე გადატანილი ექნება და აქვს უკვე გადატანილი... საბოლოო ჯამში, ჩვენ ვფიქრობთ, ჩვენი მეცნიერები და ექიმები ამბობენ, რომ მათი პროგნოზით, შედარებით დასტაბილურდება სიტუაცია. ეს რამდენიმე კვირა დაგვრჩა, რომ გადავიტანოთ ერთად... ოქტომბრიდან, ყველა პროგნოზის მიხედვით, დამშვიდდება ვითარება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 545 033 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 7329 ადამიანი, მათგან 78 ბოლო 24 საათში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG