Accessibility links

site logo site logo

გერმანიაში რკინიგზელები გაიფიცნენ


გერმანიაში დაიწყო რკინიგზის მემანქანეთა პროფკავშირის(GDL) მიერ ორგანიზებული გაფიცვა. სამგზავრო მატარებლების მემანქანეები, რომლებიც პროფკავშირის წევრები არიან, დღეიდან გაიფიცნენ. გერმანული მაუწყებლის, DW-ს ინფორმაციით, ერთი დღით ადრე, 1 სექტემბერს მუშაობა შეაჩერეს სატვირთო მატარებლების მემანქანეებმა. ხელფასის გაზრდის მოთხოვნით დაწყებული გაფიცვა 5 დღეს გაგრძელდება.

გერმანიის სარკინიგზო კონცერნ Deutsche Bahn-ის და პროფკავშირის წარმომადგენლები მოლაპარაკებას რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდნენ, თუმცა, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო დაზარალებული კონცერნი პროფკავშირს სთავაზობდა ხელფასის ორ ეტაპად გაზრდას - 2022 წლის 1 იანვრიდან 1.5%-ით და 2023 მარტიდან 1.7%-ით, რასაც პროფკავშირი არ დათანხმდა. მისი მოთხოვნა იყო ხელფასის წელსვე გაზრდა 3.2%-ით.

1 სექტემბერს, Deutsche Bahn-მა მემანქანეებს შესთავაზა ახალი პირობები, მათ შორის, ერთჯერადი პრემია, 600 ევრო და სატარიფო ხელშეკრულების მოქმედების ვადის შემცირება 40-დან 36-თვემდე, თუმცა, პროფკავშირმა არც ეს წინადადება მიიღო და გაფიცვა გამოაცხადა.

Deutsche Bahn-ის თანახმად, მემანქანეთა გაფიცის პერიოდში შეძლებს შორეული რეისების დაახლოებით 25%-ის და საქალაქთაშორისო რეისების 40%-ის შენარჩუნებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG