Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიის გამო ოკუპირებულ რეგიონში გზები ჩაიხერგა


ოკუპირებულ ჯავის რაიონში, სოფელი სბა გარესამყაროს არის მოწყეტილი - ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენელმა სააგენტო „რესს" განუცხადა. მისი თქმით, ძლიერი წვიმის გამო მდინარემ კალაპოტი გადალახა, წყალდიდობამ კი ღვარცოფი წარმოშვა და გზები ჩაიკეტა.

„საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები და შესაბამისი სამსახურები გაემგზავრნენ ადგილზე. ამინდის პირობები ჯერ არ იძლევა გზის გაწმენდის საშუალებას. იქ რამდენიმე მკვიდრია, ასევე პირი, რომელსაც ესაჭიროება სამედიცინო დახმარება“, - აცხადებენ დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.

დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ იზოლირებული სოფლიდან, სპეციალური მანქანით, 8 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა, აქედან 2 მოზარდი და 6 მოხუცია. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ვლადიკავკაზიდან იყვნენ სოფელში სტუმრად ჩასულები. უამინდობის გამო ჯერჯერობით ვერ ხერხდება გზის გაწმენდის სამუშაოების დაწყება. სოფელი სბა ოკუპირებულ რეგიონში ყველაზე მაღალმთიანი სოფელია, უღელტეხილს მიღმა უკვე რუსეთის საზღვარია.

XS
SM
MD
LG