Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში COVID-19-ით გარდაიცვალა კიდევ 86 ადამიანი


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 86 პაციენტი. ეს ეპიდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 7600-ს გადააჭარბა.

დადებითობის მაჩვენებელი:

  • 14 დღეში - 9,72%;
  • 7 დღეში - 8,98%;
  • 1 დღეში - 8,34%.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 36 400 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 3034​ შემთხვევა. 3952-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 034 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია - 1 202 შემთხვევა,
  • აჭარა - 282,
  • იმერეთი - 375,
  • ქვემო ქართლი - 188,
  • შიდა ქართლი - 213,
  • გურია - 84,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 237,
  • კახეთი - 289, მცხეთა-მთიანეთი - 72,
  • სამცხე-ჯავახეთი - 69,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 782. მათგან:

  • 7210 ადამიანი საავადმყოფოშია (თბილისში - 3120, აჭარაში - 911, იმერეთში - 1099);
  • მძიმე პაციენტია 1577 პირი (თბილისში - 679, აჭარაში - 185, იმერეთში - 355);
  • ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა დამოკიდებული 385 პირი (თბილისში - 230, აჭარაში - 43, იმერეთში - 35);
  • 2542 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში (1 222 - თბილისში, 801 - აჭარაში);
  • 36 030 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

თვითიზოლაციაში იმყოფება 41 826 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 471 პირი, აჭარაში - 5 403, იმერეთში - 3 829.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 559 943 შემთხვევა. მათგან 506 486​ გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 7649 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG