Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის "QAnon Shaman"-ად წოდებულმა მომხრემ თავი დამნაშავედ ცნო კაპიტოლიუმში მომხდარ არეულობებთან დაკავშირებულ ბრალდებებში


ჯეიკობ ჩენსლი ერთ-ერთი გამოსვლისას, როცა ის ტრამპის მომხრეებს მიმართავს ხელში QAnon-ის პლაკატით. 2020 წლის ნოემბერი
ჯეიკობ ჩენსლი ერთ-ერთი გამოსვლისას, როცა ის ტრამპის მომხრეებს მიმართავს ხელში QAnon-ის პლაკატით. 2020 წლის ნოემბერი

მამაკაცმა, რომელსაც რქებიანი ქუდი ეხურა, როცა მან და არეულობის სხვა მონაწილეებმა იერიში მიიტანეს აშშ-ის კაპიტოლიუმზე გასულ იანვარს, თავი დამნაშავედ ცნო კონგრესის სხდომის მიმდინარეობისთვის ხელის შეშლაში. მას რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრება მას მერე, რაც განაჩენს გამოუტანენ ამ წლის ბოლოს.

ჯეიკობ ჩენსლი არეულობის მომწყობ პირთაგან ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობადი გახდა მას შემდეგ, რაც მთელ მსოფლიოში გავრცელდა მისი ფოტოები, სადაც ის გამოსახულია რქებიანი ქუდით, მაისურის გარეშე და ხელში შუბით.

ჩენსლი, რომელსაც მეტსახელად "QAnon Shaman"-ი შეარქვეს, მიმდევარია რადიკალური მემარჯვენე შეთქმულების თეორიის, რომელიც მცდარად ამტკიცებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ებრძოდა ელიტურ დემოკრატებს, რომლებიც სათავეში უდგანან პედოფილი "სატანისტების" შეთქმულთა ჯგუფს, რომლებიც ბავშვებით ვაჭრობის ქსელს მართავენ.

ჩენსლი და „QAnon-ის“ კონსპირაციული თეორიის სხვა მიმდევრები ტრამპის მომხრეთა შორის იყვნენ, რომლებიც კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და ცდილობდნენ შეეჩერებინათ კონგრესის მიერ 2020 წლის არჩევნების - რომელშიც ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა - შედეგების დამტკიცება.

აშშ-ის საოლქო სასამართლოს მოსამართლემ, როის ლამბერტმა, სანამ ის დანაშაულს აღიარებდა, ჩათვალა, რომ ჩენსლი შეიძლებოდა წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე.

ბრალდებამ განაცხადა, რომ ჩენსლის სავარაუდოდ სამიდან ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრება მას მერე, რაც მას განაჩენს გამოუტანენ 17 ნოემბერს.

ჩენსლის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისმა კლიენტმა უარი თქვა თავის რწმენაზე QAnon-ის კონსპირაციული თეორიის შესახებ და სასამართლოს შეწყალება სთხოვა.

XS
SM
MD
LG