Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: „გვაქვს ათასობით მარანი, 340 ღვინის კომპანია“


საქართველოს პრემიერ-მინისტორმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ცაგერის მერობის კანდიდატის, გიორგი ნემსაძის წარდგენისას განაცხადა, რომ 2012 წლიდან მოყოლებული თვალშისაცემად განვითარდა მევენახეობა და მეღვინეობა.

„მევენახეობის მიმართულებით არავითარი ყურადღება არ ეთმობოდა ამ დარგის განვითარებას. ჩვენ რეალურად სტრატეგიული დარგის დანიშნულება მივეცით მევენახეობას და ზოგადად ვაზის კულტურის განვითარებას. რითაც ჩვენ, ქართველები ვამაყობთ, როგორც პირველი ღვინის მწარმოებელი ქვეყანა, რომელსაც 8000-წლოვანი ისტორია აქვს. 2012 წლამდე დაახლოებით 40 ღვინის კომპანია არსებობდა საქართველოში, დღეს არის 340 ღვინის მწარმოებელი კომპანია, ათასობით მარანი და უამრავი საწარმო გაიხსნა და განვითარდა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე ილაპარაკა ცაგერის ტურისტული პოტენციალის გამოყენების პერსპექტივაზე.

„უნდა შევუწყოთ ხელი პატარა, მცირე მეურნეობების, მარნების განვითარებას, პატარა ტურისტული მიზიდულობის ცენტრების განვითარებას. ჩემი დავალებით ვმუშაობთ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში არსებული ამ უნიკალური ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისება შეძლოთ ჩვენ, ამ მიმართულებით მთავრობაც გამოყოფს სოლიდურ თანხებს, სოლიდურ ინვესტიციებს განახორციელებს და რა თქმა უნდა, ასევე კერძო ინვესტორებს ხელს შევუწყობთ, რომ მათაც ანალოგიურად განახორციელონ სოლიდური ინვესტიციები”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG