Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიას რუს ჰაკერებზე ეჭვი აქვს, რომ კიბერთავდასხმებს ამზადებდნენ


გერმანიის სპეცსამსახურებმა შენიშნეს ჰაკერული ქმედებების რაოდენობის ზრდა. მათი ვარაუდით, ამის თაობაზე განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ანდრეა ზასემ, საქმე ეხება რუსეთიდან მოქმედ ჰაკერებს.

ზასემ, როგორც გაზეთი Suddeutsche Zeitung-ი იტყობინება, განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობა მოუწოდებს რუსეთის მთავრობას, დაუყოვნებლივ შეწყდეს ეს უკანონო კიბერსაქმიანობა.

თავდასხმების საფრთხის შესახებ იტყობინებიან სხვა უწყებებიც, მათ შორის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური სამმართველო, რომელიც გერმანიაში კონტრდაზვერვის ფუნქციას ასრულებს, და საინფორმაციო უსაფრთხოების ფედერალური სამმართველო.

მათი მონაცემებით, ბოლო წლებში ჰაკერები სულ უფრო ხშირად ახორციელებენ თავდასხმებს პარლამენტის წევრების პირად და სამსახურებრივ საფოსტო მისამართებზე.

დაზვერვა გამოდის გაფრთხილებით, რომ ჰაკერებმა მიღებული მონაცემები შეიძლება გამოიყენონ „საჯარო და ინტიმური ინფორმაციის გავრცელების მიზნით და ასევე გაავრცელონ ყალბი ამბები თქვენი სახელით“.

ზასე აცხადებს, რომ „ფედერალურ მთავრობას აქვს სანდო ინფორმაცია, რომ თავდასხმების უკან დგას ჰაკერული დაჯგუფება Ghostwriter-ი, რუსეთის სახელმწიფოს, კერძოდ, რუსეთის სამხედრო დაზვერვის ГРУ-ს კიბერრაზმი“.

აშშ-ის კიბერუსაფრთხოების კომპანიის FireEye-ის მონაცემებით, Ghostwriter-ი არსებობს უკვე მინიმუმ 2017 წლიდან და მოქმედებს რუსეთის უშიშროების ინტერესების შესაბამისად.

ჯგუფი სპეციალიზებულია დეზინფორმაციის გავრცელებაზე პირველ რიგში ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის, ასევე პოლონეთის მოსახლეობაში, აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს ძალების ყოფნის შესახებ. გერმანიაში 26 სექტემბერს საპარლამენტო არჩევნები იმართება. მასში გამარჯვებული პარტიის კანცლერობის კანდიდატი, მოსალოდნელია, დაიკავებს კანცლერის თანამდებობას.

2020 წლის მაისში გერმანიის კანცლერმა, ენგელა მერკელმა განაცხადა, რომ არსებობდა მტკიცებულება გერმანიის პარლამენტზე 2015 წლის კიბერთავდასხმაში რუსეთის მონაწილეობის შესახებ. გერმანიის პროკურატურამ გასცა ორდერი რუსეთის მოქალაქის დაკავების შესახებ. Spiegel-ი იტყობინებოდა, რომ ამ თავდასხმის უკან იდგნენ დაჯგუფებები Sofacy და APT28со, რომლებსაც გერმანიის სპეცსამსახურების თანახმად, „რუსეთის მთავრობა აფინანსებდა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG