Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის მიღებას აქტივისტები აპროტესტებენ


2019 წლის 19-21 ივნისს თბილისში ე.წ. გავრილოვის ღამის დროს ჩადენილი დანაშაულისთვის ამნისტიის კანონის მიღებას პარლამენტის შენობასთან აქტივისტები აპროტესტებენ. პროტესტის პარალელურად პარლამენტში კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილება, რაც დოკუმენტის კანონად ქცევის წინა ეტაპია.

აქციის მონაწილეებს, მათ შორის 20 ივნისის ღამეს დაშავებულებს, სურდათ, პარლამენტის შესასვლელთან, გზის სავალ ნაწილზე წარწერები გაეკეთებინათ, თუმცა მათ საღებავი პოლიციამ წაართვა.

პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო კანონპროექტი. ამ დოკუმენტის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი 19 აპრილს მოაწერა, რამდენიმე პუნქტს მოიცავს და ერთ-ერთი კი სწორედ 19-20 ივნისის საქმეების ამნისტიას ეხება. იმის მიუხედავად, რომ "ქართული ოცნება" ამ შეთანხმებიდან გამოვიდა, ამ დოკუმენტის მიღებაზე უარს მაინც არ ამბობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG