Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

14-მდე გაიზარდა ჩრდილოეთ მაკედონიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა


ჩრდილოეთ მაკედონიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ხანძარმა, რომელიც წუხელ გაჩნდა კორონავირუსით დაავადებულთა იმპროვიზებულ ცენტრში, სულ მცირე 14 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

„ტეტოვოს COVID-19-ის ცენტრში დიდი ტრაგედია მოხდა. გაზის აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია, ხანძარი ჩავაქეთ, მაგრამ ბევრი ადამიანი დაიღუპა“, - წერს ტვიტერში ჩდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა, ზორან ზაევმა.


მეხანძრეები ხანძარს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ. ადგილობრივ სახანძრო-სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ ვითარებას ართულებდა ჰოსპიტალში არსებული ჟანგბადის ბალონების აფეთქება.

XS
SM
MD
LG