Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე ამბობს, რომ მკაცრად გაკონტროლდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეების ტარება


“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ადამიანები, ვისაც პირბადე არ ეკეთებათ, არავითარ შემთხვევაში არ დაიშვებიან ავტობუსებში. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 13 სექტემბრიდან აღდგება.

კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში იმოძრავებს ყველა ავტობუსი, რომელიც ამ წუთისთვის ფუნქციონირებს. „რაც შეეხება რეგულაციებს, პირბადეების ტარება მკაცრად იქნება გაკონტროლებული. თქვენ იცით, რომ პირბადის გარეშე ავტობუსში ადამიანები არავითარ შემთხვევაში არ დაიშვებიან, მეტროშიც ასევე მაქსიმალურად მივაწვდით ადამიანებს პირბადეებს“, - თქვა თბილისის მერმა.

XS
SM
MD
LG