Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანს მოუწოდებენ, უპასუხოს IAEA-ის შეკითხვებს აღურიცხავი ბირთვული ობიექტების შესახებ


რაფაელ გროსი, IAEA-ის ხელმძღვანელი
რაფაელ გროსი, IAEA-ის ხელმძღვანელი

გაეროს ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელი ირანს მოუწოდებს, ახსნა-განმარტება გააკეთოს ურანის ნაწილაკების აღმოჩენაზე რამდენიმე აღურიცხავ ობიექტზე, და უერთგულოს მასზე კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს ატომურ პროგრამასთან მიმართებით.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) კითხვებზე მკაფიო პასუხების არარსებობა, როცა საქმე ეხება ირანის დეკლარაციების სისწორეს და სისრულეს, "სერიოზულ გავლენას ახდენს სააგენტოს შესაძლებლობაზე, გამოვიდეს მშვიდობიანი შინაარსის გარანტიით" ირანის ბირთვული პროგრამის შესახებო - უთხრა სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ სააგენტოს მმართველი საბჭოს წევრებს ვენაში, 13 სექტემბერს, სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული, შეხვედრის შინაარსის ამსახველი ჩანაწერის თანახმად.

"ღრმად შეშფოთებული ვრჩები იმის გამო, რომ სააგენტომ არ იცის ირანში აღურიცხავ ობიექტებზე არსებული ატომური მასალების, და ამ მასალების ამჟამინდელი ადგილმდებარეობის შესახებ. სულ უფრო მეტად მაშფოთებს ის, რომ დაახლოებით ორი წლის შემდეგაც გადაუჭრელი რჩება ზემოთ განსაზღვრული გარანტიების საკითხი, რომელიც მიემართება ირანში ოთხ, სააგენტოს წინაშე აღურიცხავ ადგილს", - დასძინა მან.

სააგენტოს 35-წევრიანი მმართველი საბჭოს შეხვედრაზე დასავლეთის ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ, იმუშაონ თუ არა IAEA-სთვის წინაღობების შექმნის გამო ირანის კრიტიკის შემცველი რეზოლუციის მიღებაზე, თეირანზე ზეწოლის განხორციელების მიზნით. ამგვარი რეზოლუციის მიღება ძირს გამოუთხრის განახლებას მოლაპარაკებისა, რომელიც მიზნად ისახავს 2015 წელს თეირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულების აღდგენას.

ამ ხელშეკრულებით, ირანი დათანხმდა თავისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვას, სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. მაგრამ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2018 წელს აშშ ხელშეკრულებიდან გამოიყვანა და ირანს მკაცრი ეკონომიკური სანქციები აღუდგინა. ირანმა ამის პასუხად დაიწყო ხელშეკრულების პირობების თანდათანობით დარღვევა, მათ შორის, ურანის უფრო მაღალი ხარისხით გამდიდრების გზით, რომელიც უფრო ახლოსაა ბირთვული იარაღის შესაქმნელად საჭირო დონესთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG