საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 13 სექტემბერს კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 26 125 ადამიანი.
15 მარტიდან გაკეთებულია 1 534 111 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 914 222 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 32%. სრულად ვაქცინირებულია 619 889 - მოზრდილი მოსახლეობის 21.7%.
ეპიდემიოლოგების თანახმად, ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის საჭიროა, აცრილი იყოს მოზრდილი მოსახლეობის სულ მცირე 60%. საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს "ფაიზერის", "სინოფარმის", "სინოვაკისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებით.
დაწერეთ კომენტარი