Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ერთმანეთს შეხვდნენ რუსეთის პრეზიდენტი და სირიის ლიდერი


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, შეხვდა სირიის ლიდერს, ბაშარ ალ-ასადს მოსკოვში და მათ სამხედრო თანამშრომლობა განიხილეს სირიის მეამბოხეთა ხელში მყოფ არეალებში, იტყობინება 14 სექტემბერს სახელმწიფო მედია დამასკში.

რუსეთმა, ირანთან ერთად, მნიშვნელოვანი სამხედრო მხარდაჭერა გაუწია სირიას მის ათწლიან კონფლიქტში, რომელიც 2011 წლის მარტში ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების ჩახშობის შემდეგ დაიწყო.
კონფლიქტის განმავლობაში 400 ათასი ადამიანი დაიღუპა და მილიონობით იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლი.

რუსეთი კონფლიქტში ჩაერთო 2015 წლის სექტემბერში, რამაც ასადს უპირატესობა მიანიჭა. შედეგად, ასადის არმია ქვეყნის დიდ ნაწილს აკონტროლებს.

თუმცა, სირიის არსებითი ნაწილი ასადის კონტროლს არ ექვემდებარება. ჩრდილოეთსა და ჩრდილო-დასავლეთში თურქეთის არმიაა განთავსებული, ეს არის ასადის მოწინააღმდეგეთა მთავარი სიმაგრე, ხოლო აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედ რაზმებს ქურთების ხელში მყოფი აღმოსავლეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი უკავიათ.

ასეულობით რუსი სამხედროა განთავსებული რუსეთის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე სანაპირო ქალაქ ლატაკიაში.
რუსეთის საზღვაო ფლოტი, რომელიც რუსეთის სახმელეთო და საჰაერო ოპერაციებს უჭერს მხარს, წარმოდგენილია სირიის სანავსადგურო ქალაქ ტარტუსში.

13 სექტემბრის შეხვედრა პირველი იყო დამასკში 2020 წლის იანვრის მოლაპარაკების შემდეგ.

სირიის სახელმწიფო ტელევიზიის თანახმად, ორ ლიდერს შეუერთდნენ საგარეო საქმეთა მინისტრები.

„ტერორისტებმა სერიოზული, მნიშვნელოვანი ზარალი ნახეს და თქვენი ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობა ქვეყნის 90 პროცენტს აკონტროლებს“, თქვა პუტინმა, იტყობინება კრემლი.
ასადი მიესალმა იმას, რასაც მან უწოდა რუსეთის და სირიის არმიების წარმატება „ტერორისტებისგან სირიის ტერიტორიების განთავისუფლების“ საქმეში. რუსეთი, სირია და ირანი სირიის მთავრობის ყველა შეიარაღებულ მოწინააღმდეგეს „ტერორისტებად“ მოიხსენიებენ.

სირიის ოპოზიციის თქმით, ბოლო ხანებში რუსეთის ავიაცია ბომბავს იდლიბს, მეამბოხეთა ბოლო მტკიცე საყრდენს.

გასულ კვირაში ის არეალები, რომლსაც მეამბოხეები აკონტროლებდნენ სამხრეთის ქალაქ დარააში, მთავრობის არმის ხელში გადავიდა.

XS
SM
MD
LG